ახალი ამბები

შსს–მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა [Video]

3 მაისი, 2014 • • 2060
შსს–მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა [Video]

შსს–ს ცნობით, ერთი ადამიანია დაკავებული.

“შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლით” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 


შსს-ს გასაყიდი მანქანები
შსს-ს გასაყიდი მანქანები

შსს-მ გაავრცელა დაკავებული ნოშრევან ნამორაძის აღიარებითი ჩვენება, რომლის მიხედვითაც მან დავით კოდუას პირადი ანგარიშსწორების მიზნით სცემა.


დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე ბიზნესმენ დავით კოდუას თბილისში, აბაძიშის ქუჩაზე სამი ნიღბიანი დაესხა თავს. მასთან იმყოფებოდნენ 4 წლის შვილი და ძიძა. ის ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. დავით კოდუა სახის და თავის ქალის დაზიანებით რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემდეგ კი ინგოროყვას კლინიკაში მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

 

ოჯახის წევრებს ვერსია არ აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული თავდასმა.


დავით კოდუა სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმაა, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის თაობაზე. ერეკლე კოდუა მიმალვაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი