“მე დავაყენე კახა ერგემლიძის კანდიდატურა, შევიტანეთ უკვე ცესკოში, ის გაივლის ბარიერს ნაცვლად ირაკლი ოქრუაშვილისა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მეორე დღესვე ის მე დამნიშნავს ვიცემერად. ასე შევასრულებთ იმ დანაპირებს, რასაც ვაკეთებთ”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “პოზიციაში” საუბრისას.

 

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო გორის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გორის მერის არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო კანდიდატად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.

 
ირაკლი ოქრუაშვილი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *