სატელევიზიო ახალ ამბებში კანდიდატებს შორის ყველაზე მეტად ზურაბიშვილი გაშუქდა – კვლევა

სატელევიზიო ახალ ამბებში პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ყველაზე მეტად სალომე ზურაბიშვილი გაშუქდა. ამას მოწმობს მედიამონიტორინგის შედეგები, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მოამზდა.

ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთ არხზე ზურაბიშვილისთვის დათმობილი დრო რამდენჯერმე აღემატებოდა კონკურენტებისთვის დათმობილ დროს.

მედიამონიტორინგი 8 სატელევიზიო არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს მიმოიხილავს. მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, იბერია, აჭარის ტელევიზია. წინამდებარე ანგარიში 18 ივნისი – 15 ოქტომბრის პერიოდს ასახავს.

ანგარიშის მთავარი მიგნებები

ანგარიში სრულად: