CNN-ის ნიუსრუმში ევაკუაცია გამოცხადდა – შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

ნიუ იორკის პოლიციის დეპატრამენტის ინფორმაციით, Time Warner Center-ში, სადაც CNN-ის მთავარი ოფისია განთავსებული, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

როგორც ამერიკული მედიასაშუალება წერს, სუაფრთხოების მიზნით შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა.

Pushing us back further pic.twitter.com/fK5bntJ6ao

— Kate Bolduan (@KateBolduan) October 24, 2018

რამდენიმე წუთის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაუდგენელი პირები ბარაკ ობამასა და ჰილარი და ბილ კლინტონების მისამართებზე სავარაუდოდ ფეთქებადი მოწყობილობების გაგზავნას ცდილობდნენ.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა გაიგზავნა თეთრ სახლშიც. კვირის დასაწყისში კი მსგავსი საეჭვო ამანათი ჯორჯ სოროსის რეზიდენციის მისამართზე გაგზავნეს.

ვრცლად წაიკითხეთ:

ობამასა და კლინტონების მისამართზე სავარაუდოდ ასაფეთქებელ მოწყობილობებს გზავნიდნენ