ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი ინტერვიუს დიდი ნაწილი “რუსთავი 2”-ზე საუბარს დაუთმო.
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე საზოგადოებას პირობას აძლევს, რომ მაქსიმალურად ერთ წელიწადში, გაძლიერებული მენეჯმენტით, მოახერხებს, “ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას ამ სახელმწიფოში, მათ შორის, “რუსთავი 2″-ის როლსაც”.
ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, მისი ნათქვამი არ უნდა იქნას გაგებული როგორც მუქარა ტელევიზიისადმი. ექსპრემიერის თქმით, მან იგულისხმა მონიტორინგის ჩატარება სიცრუის ტირაჟირების შესახებ:
“ღმერთმა დამიფაროს “რუსთავი 2”-ში შესვლისგან. ჩავატარებთ რეიტინგს და ვაჩვენებთ, რომ “რუსთავი 2″-ში განსხვავებული აზრი არ შედის და თუ ისინი ამას არ გაითვალისწინებენ, საზოგადოება გაიგებს, რომ ეს არის სიცრუის ტელევიზია”, – დასძინა ივანიშვილმა.
რამდენჯერ ახსენა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2 23 ოქტომბრის ინტერვიუში
ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი ინტერვიუს დიდი ნაწილი “რუსთავი 2-ზე” საუბარს დაუთმო.
▶ ნახეთ ვიდეო და გაიგეთ რამდენჯერ ახსენა “ქართული ოცნების” ლიდერმა ტელეკომპანია.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: http://netgazeti.ge/news/313688/
Posted by netgazeti.ge on Wednesday, 24 October 2018