აღნიშნული კვლევის შედეგებს სომხური მედიასაშუალებები ავრცელებენ, მათ შორის გამოცემა arka.am.
კვლევა 8-18 აპრილს პირადი გამოკითხვების ფორმატით, მთელი სომხეთის მასშტაბითა და ერევნის ადმინისტრაციულ რაიონებში ჩატარდა. მასში მონაწილება 1067 -მა, სხვადასხვა ასაკის ქალმა და მამაკაცმა მიიღო.
ნავასარდიანის განმარტებით, კითხვაზე, რას “ფიქრობთ ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე”, “აბსოლუტურად დადებითად” გამოკითხულთა 30%-მა უპასუხა, “უფრო პოზიტიურად” – 47%-მა, “უფრო ნეგატიურად” – 8%-მა და “აბსოლუტურად უარყოფითად – 4%-მა.
მისივე თქმით, რესპონდენტთა 76%-მა რუსეთის პოზიცია და ქმედებები ყირიმის მიმართ დადებითად შეაფასეს. ამასთან, 73%-მა განაცხადა, რომ სომხეთმა ყირიმი რუსეთის ტერიტორიად უნდა აღიაროს.
ნავასარდიანის თქმით, მსგავსი პრობლემა სომხეთშიც არსებობს – ყარაბაღის კონფლიქტი.