გენო პეტრიაშვილი, ზედიზედ მეორედ, მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრი  გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია.

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში მან  ჩინელი ჟივეი დენგი 6:0 დაამარცხა.

ასე, ქართველი ფალავანი უკვე მეორედ გახდა მსოფლიო ჭემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

პირველად, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პეტრიაშვილმა გასული წლის აგვისტოში გაინაღდა, როცა პარიზში მიმდინარე ჩემპიონატზე, ფინალში, ოლიმპიური ჩემპიონი თურქეთიდან, თაჰა აზგული დაამარცხა.