თბილისში, მოსკოვის გამზირზე, კერამიკის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ეზოში განთავსებულ საბურავებსა და პენოპლასტს გაუჩნდა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, დამწვარია 100 კვ.მ. ფართი. ადგილზე ხანძრის ლიკვიდირებას სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა