საქართველოს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

ბრიტანელი დიპლომატი საქართველოში იმ ტურნეს ფარგლებში ჩავა, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. იგი უკრაინასა და მოლდოვასაც ეწვევა.

 

მან ზემოხსენებული ტურნე ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას დააანონსა და რუსეთი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გააკრიტიკა.