ხელმოწერის ცერემონია მინსკში დღეს, 29 აპრილს უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე უნდა გამართულიყო, რომელსაც აღნიშნული კავშირის ქვეყნების უმაღლესი პირები უნდა დასწრებოდნენ.
რუსეთ-სომხეთის სახელმწიფოთაშორისო კომისიის თანათავმჯდომარემ, მაქსიმ სოკოლოვმა განაცხადა, რომ სომხეთმა მთლიანად დაასრულა ყველა ღონისძიება, რომელიც საბაჟო კავშირში შესასვლელად “სამოქმედო გეგმით” იყო გათვალისწინებული.
მისი თქმით, სომხეთმა სამუშაო სწრაფად, ხარისხიანად და პროფესიონალურად შეასრულა და იმსახურებს არა მხოლოდ პატივისცემას, ასევე, აღფრთოვანებას.
“საბაჟო კავშირსა და ევრაზიული კავშირის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანება სომხეთისთვის წარმატებული და ეფექტური იქნება,”- აცხადებს სოკოლოვი.