რა წერია სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამაში

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამით, რომელიც ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

ზურაბიშვილს მონაწილეობა არ მიუღია EECMD-ის პროექტშიც prezidenti.ge, რომელიც 2013 წლიდან მოყოლებული აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.

გთავაზობთ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის პროგრამას, რომელიც “ნეტგაზეთს” სალომე ზურაბიშვილის შტაბმა მიაწოდა:

1. სტაბილურობის დაცვა, საზოგადოების გაერთიანება და ზრუნვა საქართველოს გამთლიანებისთვის

2. ევროპა საქართველოში და საქართველო – ევროპაში

3. რეგიონების გაძლიერება

4. კულტურა

5. ახალგაზრდობა

6. ჯანდაცვა და ჯანსაღი ცხოვრების პირობების გაძლიერება

7. დიასპორა

8. მედიცინა

9. ტურიზმი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი მოდელი

სალომე ზურაბიშვილი ასევე პირობას დებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ მოდელს შექმნის. მისი გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტის რეზიდენცია ორბელიანის სასახლეში განთავსდება. ამბობს, რომ  უზრუნველყოფილი იქნება ადმინისტრაციის გამჭვირვალობა; კავშირი მოქალაქეებთან (ცხელი ხაზი); გენდერული ბალანსი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წარმომადგენლობა ადმინისტრაციაში.

სხვა კანდიდატების ხედვები

პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიციები ნარკოპოლიტიკაზე

პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიციები ლგბტქი პირთა უფლებების შესახებ

პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები განათლების სისტემაზე

პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიციები პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის შესახებ

საპრეზიდენტო კანდიდატების ხედვები აქტუალურ საკითხებზე

პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები გარემოს დაცვაზე