ჭელიძის 15-მდე ადვოკატიდან 3 სასამართლომ უპატივცემულობისთვის დააჯარიმა

მოსამართლემ ფაშისტური მოძრაობის ლიდერის, გიორგი ჭელიძის 15-მდე ადვოკატიდან 3 სასამართლოს უპატივცემულობის მოტივით დააჯარიმა. ორ მათგანს სასამართლომ 200-ლარიანი ჯარიმა, ხოლო მესამეს 100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვეს, ხოლო მოსამართლემ სხდომა დახურა. პროცესი ჯერ-ჯერობით გაურკვეველი დროით გადაიდო.

ხდომის დაწყებამდე ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ჭელიძეს 15-ზე მეტი ადვოკატი დაიცავდა. სასამართლოში გაირკვა, რომ შესაბამისი უფლებამოსილება 12-ს ჰქონდა, მოგვიანებით მათ კიდევ ერთი დაემატა.

გიორგი ჭელიძე პოლიციამ სსკ-ს 236-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჭელიძე ბრალს არ აღიარებს და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. დღეს 17 ოქტომბერს სწორედ მისი სასამართლო პროცესი გაიმართა.