საქართველომ ჯგუფში I ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატს მიუახლოვდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ერთა ლიგის D დივიზიონის პირველი ჯგუფის გამარჯვებულია.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ერთა ლიგის მეოთხე ტურის გასვლით მატჩში ლატვია ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში, რომელიც რიგაში, “დაუგავას” სტადიონზე გაიმართა, პირველი გოლი მატჩის მე-8 წუთზე ჯაბა კანკავამ გაიტანა, მეორე – ვაკო გვილიამ, 29-ე წუთზე. მეორე ტაიმის 61-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გიორგი ჩაკვეტაძის გოლით გაზარდა.

უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ამ დრომდე ოთხივე შეხვედრა მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებულად დაიკავა.

ერთა ლიგის სქემისა და საქართველოს ნაკრების შანსებზე ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, წაიკითხეთ აქ:

უნიკალური შანსი საქართველოსთვის – ერთა ლიგის სქემა მარტივად