მოძრაობა “დავითიანნის” ორგანიზებით, თბილისში მინიფეხბურთის ტურნირი ჩატარდება, სადაც ერთმანეთს დედაქალაქში მდებარე 12 ყველაზე ცნობილი და დიდი ეკლესიის მრევლი დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია 10 ეკლესია, რომლის მრევლიც მინიფეხბურთის ტურნირში ჩაერთვება, ესენია:
როგორც “დავითიანნში” განგვიცხადეს, ამ ეკლესიების მრევლებს შორის მინიფეხბურთის ტურნირი 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მუშტაიდის ბაღში მდებარე “იმედის” მოედანზე დაიწყება.
“რადგანაც ჯერ საპილოტეა და პირველი პრეცედენტია, გადავწყვიტეთ, 12 ყველაზე დიდ და ცნობილ ტაძრის მრევლს შორის ჩაგვეტარებინა ტურნირი”, – განუცხადეს ნეტგაზეთს “დავითიანნში”.
მრევლებს შორის მინიფეხბურთის ტურნირთან დაკავშირებით 20 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, 12:00 საათზე, სამების გალავანში პრესკონფერენცია და სავარაუდოდ წილისყრაც გაიმართება.