პოლონეთის პოლიციამ ულტრამემარჯვენე ჯგუფს ლგბტ მარშის ჩაშლის საშუალება არ მისცა

პოლონეთის ქალაქ ლუბლინში პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტები, რომლებიც ლგბტ თანასწორობის მარშის ბლოკირებას ცდილობდნენ. ამის შესახებ AP წერს.

გამოცემის ცნობით, ლუბლინის ისტორიაში პირველ ლგბტ მარშზე 1000-მდე გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი აქტივისტი გამოვიდა. მათ ხელში ფერადი დროშები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატები ეჭირათ. პარალელურად, მსვლელობის ბლოკირებას იქვე შეკრებილი 300-მდე ულტრამემარჯვენე ცდილობდა. Newsweek Polska იუწყება, რომ პოლიციამ ისინი გააფრთხილა, გზა გაეთავისუფლებინათ, უშედეგო მცდელობის შემდეგ კი წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

AP-ს ცნობით, თანასწორობის მარშის კონტრაქციის მონაწილეთა ნაწილი სამართალდამცავებს ქვებს ესროდა, ზოგიერთი კი იმ კორდონის გარღვევას ცდილობდა, რომელიც ლგბტ აქტივისტებს იცავდა.

Właśnie zaczyna się Marsz Równości w Lublinie. ?️‍? pic.twitter.com/MB6oKtkSfV

— Magazyn LGBTQ Replika (@magLGBTQreplika) October 13, 2018

დაძაბულობის შემდეგ, თანასწორობის მარში ლუბლინის ცენტრში ჩვეულებრივ წარიმართა. რამდენიმე დღით ადრე, თავდაცვის ზომების საბაბით, ქალაქის მერმა აქციის ჩატარების ნებართვა არ გასცა, თუმცა მისი გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასამართლომ გააუქმა.

I Marsz Równości w Lublinie!!! Historie dzieje się tu i teraz!!! #MarszRownosci #MarszRownosciLublin pic.twitter.com/BCwEwlejf9

— KPH (@KPH_official) October 13, 2018

ლგბტ დემონსტრაციები პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ისევე როგორც, სხვა ქალაქებში, წლების განმავლობაში ტარდება. თუმცა, ქვეყნის მმართველი კონსერვატიული პარტია ლგბტ ადამიანების უფლებების მხარდაჭერით არ გამოირჩევა.

*ლგბტ მარშის ფოტო: KPH/Twitter
პოლიციისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფის დაპირისპირების ფოტო: EPA/WOJTEK JARGIO