ქართველი მწერლებისა და გამომცემლების აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ ფრანკფურტში

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მთავარ პავილიონში ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი გამართეს.

ზურაბ რთველიაშვილი მთავარ პავილიონში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნიღბით გამოვიდა და რუსული ოკუპაციის შედეგებზე ტექსტი წაიკითხა. გამოსვლის დასრულების შემდეგ რთველიაშვილს დელეგაციის სხვა წევრები შეუერთდნენ, მაისურებზე წარწერით, “საქართველოს 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული”.

აქცია-პერფორმანსი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მთავარ პავილიონში, ქართველი მწერლებმა და გამომცემლებმა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი გამართეს.

ვიდეო: საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

Posted by netgazeti.ge on Friday, 12 October 2018