ბაქოში კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი მეჩეთი აშენდება

მეჩეთის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას vesti.az ავრცელებს.


როგორც გამოცემა წერს, ახალი მეჩეთის მინარეთების საერთო სიმაღლე 95 მეტრი იქნება.


მეჩეთი სპეციალური ლიფტებით იქნება აღჭურვილი. შესასვლელში იქნება დამონტაჟებული ექვსი ესკალატორი – ორი ქალებისთვის და ოთხი – მამაკაცებისთვის. 

 

მეჩეთის კომპლექსის მთლიანი ფართობი 1,3 ჰექტარს დაიკავებს. ასევე, პროექტით გათვალისწინებულია სივრცე 400 ავტომობილის პარკირებისთვის და ყველა ინფრასტრუქტურული პირობა შშმ პირებისთვის.