ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გადადგა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ლევან გამყრელიძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ფინანსურ პოლიციას დროებით უხელმძღვანელებს მისი მოადგილე, სოსო რამიშვილი.

ლევან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ლევან გამყრელიძე 2017 წლის 8 ივნისს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა და ყოფილმა ვიცეპრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.

არქივიდან:

ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის უფროსი წარადგინა