შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყოფილი უფროსი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე მიმდინარე წლის იანვრიდან ოთარ დანელია შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. 2013-2014 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.


ოთარ დანელიას აქვს როგორც კერძო, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე მოვალეობის შესრულებას თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებით უკვე შეუდგა.