გორის რაიონში რუსმა სამხედროებმა 50 წლის კაცი დააკავეს

გორის რაიონში, საოკუპაციო ზოლთან, დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურში დაუდასტურეს.

“რუსთავი2”-ის ცნობით, შემთხვევა გუშინ, 6 ოქტომბრის დილას, სოფელ კირბალში მოხდა. რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მკვიდრი, 50 წლის აკაკი დოთიაშვილი მაშინ გაიტაცეს, როცა ის საქონელს მწყემსავდა. ის, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატროშია გადაყვანილი.

სუს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.