მაკრონი ერევანსა და ბაქოს ესტუმრება

მომავალ კვირას სომხეთსა და აზერბაიჯანს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ეწვევა. მაკრონი ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იქნება ერევანში 11-12 ოქტომბერს დაგეგმილ ფრანკოფონიის სამიტზე.

ოფიციალური ინფორმაციით, მარკონთან ერთად ერევანში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანიც ჩავა. ფრანკოფონიის სამიტზე დასწრებას კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც გეგმავს.

ფრანგული მედიის ცნობით, სომხეთის პარალელურად, პრეზიდენტი მაკრონი აზერბაიჯანსაც ეწვევა და ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. შეხვედრის მთავარი მიზანი კი, ოფიციალური ცნობით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იქნება.

მაკრონის საქართველოში ვიზიტი ამ ეტაპზე არ იგეგმება.