ბაქრაძე 13.2%, ვაშაძე – 13%, ზურაბიშვილი 10.2% – ევროპული საქართველოს კვლევა

ევროპულმა საქართველომ მათი დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე მათი კანდიდატი – დავით ბაქრაძეა და მცირედით უსწრებს მეორეადგილოსან გიორგი ვაშაძეს.

კვლევის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობას ამომრჩეველთა 62% აპირებს.

ევროპული საქართველოს ცნობით, კვლევა მათი დაკვეთით ბი-სი-ჯიმ ჩაატარა 15-22 სექტემბერს. სულ ქვეყნის მასშტაბით 1505 ადამიანი გამოკითხეს კვლევის ცდომილება შეადგენდა 2-3%-ს, ხოლო კვლევის სანდობა არის  95%.