ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა შედგეს თუ არა მორიგი შეხვედრა ქარულ და რუსულ მხარეებს შორის დღევანდელი ინციდენტის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს:
“ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელიც ხშირად ზედაპირულად განიხილება. თანამედროვე მსოფლიოში, იმ ვითარებაში, რომელშიც არის თანამედროვე მსოფლიო, ყველა ცდილობს გაზარდოს დიალოგის საშუალება. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება და დღეში სამჯერ ელაპარაკება, იმიტომ კი არა, რომ ყველაფერზე თანხმდებიან, იმიტომ რომ ლაპარაკი აუცილებელია. უკრაინა, რომელიც რუსეთის მხრიდან ასეთ მდგომარეობაშია, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი მაინც აცხადებს, რომ მზადაა ყოველდღე შეხვდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ასეთ ვითარებაში რა უნდა ქნას საქართველომ, უნდა ვიყოთ ის, ვინც არ ელაპარაკება? ლაპარაკი არ არის თვითმიზანი, ამიტომაც გადაიდო რამდენჯერმე კარასინი-აბაშიძის შეხვედრა. საქართველოს ხელისუფლებაში არსებობდა გააზერბა, როდის, რა თემაზე, როგორ, რა ვითარებაში შეიძლება შეხვედრა ან არ შეიძლება. ახლა როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ საჭიროა,”- აცხადებს უსუფაშვილი.
მიმდინარე მოვლენების პარალელურად კარასინი-აბაშიძის კონსულტაციების ფორმატის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბროს გია ვოლსკიც.
რაც შეეხება უშუალოდ, ხურჩის ინციდენტს, ვოლსკი ამბობს, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა.
“ერთეული არ არის ასეთი შემთხვევები, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მომავალშიც ასე იქნება. პროვოკაცია, აგრესიული მოქმედებები, როგორც არ უნდა შევაფასოთ, და ეს ჩვენი შეფასება ზუსტია, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ შეფასებებში საერთაშორისო თანამედობრობის მხარდაჭერა.”
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 10 აპრილს აფხაზეთიდან ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში “AN 2” ტიპის თვითმფრინავის შემოფრენა დაადასტურა.
სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) აღნიშნული საკითხის შესწავლაში უკვე ჩართულია.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დღეს რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა, რომელიც 10 წუთის შემდეგ უკან გაფრინდა.
აღნიშნულ ფაქტს საქართველოს მთავრობის წევრები გამოეხმაურნენ:
“ჩვენ აუცილებლად შევისწავლით სად მოხდა, როგორ მოხდა და რა გარემოებებში მოხდა ეს ფაქტი და შესაბამისად ყველა საერთაშორისო რგანიზაცია იქნება ინფორმირებული. ისევე როგორც ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები. ასევე ჟენევის მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა დელეგაცია იქნება ინფორმირებილი” – განაცხადა საგერო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ხურჩაში მომხდარი ფაქტი აშკარაა პროვოკაციაა:
“ძალიან გამიჭირდება ახლა გიპასუხოთ რა ხდება საზღვარზე. აშკარა პროვოკაციაა ბუნებრივია. საქართველომ არ უნდა უპასუხოს აგრესიულად არა ისე როგორც რუსები თვლიან, არამედ როგორც საქართველოს შეესაბამება. ნებისმიერო საჰაერო დარღვეავაზე უნდა გიპასუხონ შესაბამისმა ორგანოებმა, ამ საკითხში მე არ ვარ კომპეტენტური.”
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც. მისი თქმით, ადგილობრივების ცნობით, მოსახლეობა კვლავ საფრთხის ქვეშ იმყოფება, რაც ძირითადად გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული.
“გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან გრძელდება მოსახლეობის დაკავება რუსი მესაზღვრეების მიერ. მსგავსი ინციდენტები მიუთითებს, რომ რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები არსებობს, რომელთა გადაჭრაც მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები გალში, ინციდენტების პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმის (IPRM) აღსადგენად; რაც ხელს შეუწყობს სიტუაციის განმუხტვასა და მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას.”
