09:40 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ მარტინ ლიდეგორდს შეხვდება, 10:30 საათზე კი მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
10:50 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლიდეგორდი 9 აპრილის მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
11:00 საათზე, ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, 9 აპრილს დაზარალებული ოჯახებისთვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის რეკომენდაციით მიმართავს.
მის: თბილისი, ვაზისუბნის ქ. #7
საკონტაქტო პირი სოფიო აზარიაშვილი – 551 081803
11:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველზე, 9 აპრილის მემორიალს გვირგვინით შეამკობს და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.
11:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, “9 აპრილის” საზოგადოების თავმჯდომარე თამაზ ბიბილური ბრიფინგს გამართავს.
თემა: 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები და “9 აპრილის” მუზეუმის დარბაზის დარბევისა და უნიკალური ექსპონატების დატაცება.
11:00 საათზე, ქვემო ქართლის რეგიონის ახალგაზრდები 9 აპრილის მემორიალურ დაფას გვირგვინით შეამკობენ (ნატო-ს კვირეულის ფარგლებში).
11:30 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში #53-ე სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრებენ.
11:30 საათზე, ქვემო ქართლის რეგიონის ახალგაზრდებისთვის კინოთეატრ “ამირანში” ზაზა ურუშაძის ფილმის “მანდარინების” ჩვენება გაიმართება.
12:00 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00 საათზე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები თბილისში მდებარე 9 აპრილის სახელობის ბაღში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად და ხსოვნის უკვდავსაყოფად მათი სახელობის ნერგებს დარგავენ.
12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, პარლამენტის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ნატოს კვირეული.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
12.00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე 9 აპრილის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
12:30 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: 9 აპრილი და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
13:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
13:00 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში სტრატეგიული და პოლიტიკური კვლევის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი მღებრიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: 4 აპრილს, თბილისში გამართული კონფერენცია, სახელწოდებით “მაიდანი -ყირიმი-საქართველო” რომელსაც ესწრებოდნენ უკრაინული მედიისა და ევრომაიდნის აქტივისტები.
13:30 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ინიციატივა და “ჩვენი თავისუფლების” წარმომადგენლები ნინო შერვაშიძე და გიორგი გუგუშვილი პრესკონფერენციას გამართავენ
თემა: ლეხ კაჩინსკის და მარია კაჩინსკას გარდაცვალების 4 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი აქცია და ღონისძიება.
13:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
14:00 საათზე, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე და სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭო, ერთინი ოპოზიციის ლიდერებთან ერთად 9 აპრილის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
საკონტაქტო ტელ: 577209000
14:00 საათზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს.
14:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
14:00 საათზე, ქვემო ქართლის რეგიონის ახალგაზრდები ნატოს სამეკავშირეო ოფისში შეხვედრას გამართავენ.
მის: წინამძღვრიშვილის ქ. #162
14:00 საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” ინიციატივით ვარდების მოედნიდან 9 აპრილის მემორიალამდე მსვლელობა მოეწყობა.
საკონტაქტო პირი თორნიკე – 558 13 22 41
15:00 საათზე, “ახალგაზრდა რესპუბლიკელები” 9 აპრილის ბაღში 1989 წლის მოვლენების დროს დაღუპული 21 ადამიანის მემორიალურ დაფას აღადგენენ.
17:30 საათზე, სტუდენტური თვითმმართველობების ორგანიზებით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალს პატივს მიაგებენ.
საკონტაქტო პირი სოფო ქვარცხავა – 591 01 10 99