NGO-ები: არიან ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და ხელშეუხებლობით სარგებლობენ

13 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა არაფორმალური მეთოდებით, კრიმინალების დახმარებით იმართება.

NGO-ები აცხადებენ, რომ “ომეგა” ჯგუფის გარშემო  გავრცელებულ ჩანაწერებსა და მასალებს დამაჯერებლობის მაღალი ხარისხი აქვს და მათი ერთობლიობა მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, თავად საგამოძიებო უწყებებიც იმავე არაფორმალური გავლენების ქვეშ არიან და მათ მიმართ ნდობა დაბალია. ეს კი, განცხადების ხელმომწერების თქმით,, დემოკრატიის სერიოზულ კრიზისზე მიანიშნებს.

NGO-ების განცხადებას “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

ვეხმაურებით ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რაც ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს. მიგვაჩნია, რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი გამოყენება ჯგუფის ვიწრო მიზნების მისაღწევად საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს.

ბოლო წლებში არაერთ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ. მმართველობის ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურების პარალელური არსებობა ძირს უთხრის დემოკრატიული ანგარიშვალდებულების სისტემას, შინაარსს აცლის ფორმალური ძალაუფლების მქონე პირების პასუხისმგებლობას და იწვევს პოლიტიკური სისტემის მიმართ მოქალაქეების გაუცხოებას.

წარსულში ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების აღმოფხვრისა და „სამართლიანობის აღდგენის“ ლოზუნგით მოსულმა ხელისუფლებამ ვერ აჩვენა ამ პრობლემების გადაჭრის და არსებითად განსხვავებული, უფრო დემოკრატიული სისტემის შექმნის პოლიტიკური ნება.

დემოკრატიული მმართველობის სისტემის კრიზისზე მიუთითებს:

სამწუხაროდ, მმართველი ჯგუფის ბოლოდროინდელმა კომენტარებმა და დღევანდელმა ბრიფინგმა აჩვენა, რომ კრიზისიდან გამოსავლის და ზემოჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიების ნაცვლად, პარტია ცდილობს აიცილოს პასუხისმგებლობა და არ აპირებს რეაგირება მოახდინოს შექმნილ ვითარებაზე.

ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ უყურადღებოდ არ დატოვოს ზემოჩამოთვლილი პრობლემები და მოითხოვოს ადეკვატური პასუხი და რეაგირება ხელისუფლების მხრიდან.

შექმნილი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია, რომ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ღია საზოგადოების ფონდი

მწვანე ალტერნატივა

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ოქუაშვილის  სკანდალური ინტერვიუ ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და 4 მილიონის გამოძალვაზე