სომხეთში რუსეთის ორი ტელეარხის მაუწყებლობის შეჩერებას მოითხოვენ

ალიანსი, რომლის კოორდინატორი “ერევანის პრეს-კლუბის” თავმჯდომარე ბორის ნავასარდიანია, თავის განცხადებაში მღელვარებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ორი ტელეარხი – “როსია 1” და “პირველი არხი” [«Россия-1» , «Первый канал»], რომელიც სომხეთში რეტრანსლირებს საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, “თავისი გადაცემებითა და სიუჟეტებით ეწევა ქსენოფობიის პროპაგანდასა და თესავს ეროვნებათაშორის სიძულვილს.” 

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს მოვლენა უფრო თვალსაჩინო გახდა უკრანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების კონტექსტში.