კარასინი საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბრობენ. უწყების ცნობით, მხარეები შეხვედრის მომზადებაზე მუშაობენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან, რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს პრემიერ- მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ.

“თუმცა ამისთვის მუშაობა, მომზადებაა საჭირო, რათა ლიდერების შეხვედრა შედეგიანი იყოს. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ამაზე”.

მანამდე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას არჩევნებამდე და იმედოვნებს, რომ მას ანტირუსული ხასიათი არ ექნება.