თბილისში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა 30 სექტემბრის ღამით მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ახალგაზრდა კაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე საგამოძიებო მოქმდებები მიმდინარეობს და ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.

უწყება მომხდარს სსკ-ს 108, განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.