მიკრონეზიაში სამგზავრო ბოინგი დასაფრენ ბილიკს გასცდა და ოკეანეში დაეშვა

მშვიდობიანად დასრულდა ავიაკატასტროფა მიკრონეზიის ფედერალურ შტატებში. წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ-სახელმწიფოში ავიაკომპანია Air Niugini-ის ბოინგ 737-800 აეროპორტის ნაცვლად ოკეანეში, აეროპორტიდან 160 მეტრის მოშორებით დაეშვა.

ავიაკომპანიის ცნობით, კუნძულზე ამ დროს ცუდი ამინდი იყო და პილოტი დასაფრენ ბილიკს გასცდა. თვითმფრინავში მყოფი 35 მგზავრისა და ეკიპაჟის 12 წევრის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. ავსტრალიური მედიის ცნობით, არავინ დაღუპულა და სერიოზული დაზიანებებიც არავის მიუღია.

ფოტო: Guam Daily Post