როგორც ერდოღანმა ბაქოში ვიზიტამდე განაცხადა, შეხვედრის დროს აზერბაჯანისა და თურქეთის მხარეები რეგიონში ერთობლივი ენერგოპროექტების განხორციელების საკითხთან ერთად ყარაბაღის თემასაც შეეხებიან.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უმსხვილესი მნიშვნელოვანი ენერგოპროექტები, როგორც თურქეთის, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იქნება რეალიზებული.
მისივე განცხადებით, თურქეთი და აზერბაიჯანი რეგიონში მნიშვნელოვან, საერთაშორისო დატვირთვის მქონე ეკონომიკურ პროექტებს ახორციელებენ, მათ შორის დაასახელა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და პროექტი TANAP.