“რუსეთმა ჯერ ვერ დასძლია, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა” – ინტერვიუ გერმანიის ელჩთან

გერმანიას საქართველოში 18 სექტემბრიდან ახალი ელჩი ჰყავს. ჰუბერტ ქნირშს გერმანიის დიპლომატიურ კორპუსში უმუშავია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, პოლონეთსა და რუსეთში. თუმცა ელჩის რანგში პირველად სწორედ საქართველოში ჩამოვიდა. ნეტგაზეთთან ინტერვიუში ქნირში საუბრობს გერმანიაში ქართველების ლეგალური დასაქმების შესაძლებლობებზე, უვიზო რეჟიმზე, ნატოზე, რუსულ პროპაგანდაზე, რომლის მსხვერპლიც ელჩი თვითონ გახდა რუსეთში მუშაობისას, და საქართველოს ევროპულ მომავალზე.

მიხარია, რომ საქართველოში ვარ და ელჩის რანგში პრიველად სწორედ საქართველოში ჩამოვედი. საქართველოს მე ვიცნობდი როგორც ტურისტი, ეს ქვეყანა ძალიან მომეწონა მანამდე, სანამ აქ მუშაობას დავიწყებდი.

რაც შეეხება ამოცანებს, ეს საკითხი  ძალიან მრავალმხირივია. ჩვენ, ერთი მხრივ, გვაინტერესებს უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები, რომლებშიც შედის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები, მეორე მხრივ, ჩვენთვის ასევე საინტერესოა საქართველოს გზა დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკისაკენ.

ამასობაში, არსებობს მოსაზრება, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს ძალიან უჭირთ დემოკრატიზაციის გზის გავლა და ეს შეუძლებელიც კი არის, მაგრამ საქართველომ ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ეს შესაძლებელია და ის ამ გზაზე დგას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საკითხები მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროპისათვის.

გარდა ამისა, ჩემთვის სასიამოვნო ამოცანა იქნება, რომ აქამდე არსებული კარგი ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც საქართველოსა და გერმანიას შორის არსებობს, კიდევ უფრო გაღრმავდეს და მრავალფეროვანი გახდეს.

ანგელა მერკელის ვიზიტმა საქარველოში გერმანიისთვის ცხადყო, რომ საქართველოს სახით გვყავს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პარტნიორი. პრაქტიკულ დონეზე ჩვენ გვინდა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კონტაქტები გავხადოთ უფრო რეგულარული, როგორც ეკონომიკის, ასევე პოლიტიკის სფეროში.

თქვენ იცით, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის უმაღლესი განათლების სფეროში ინტენსიური თანამშრომლობა არსებობს . იცით, რომ თბილისში არის გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის ბიუროც. არსებობს ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამა გერმანიასთან, რომელთა მეშვეობითაც ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ სწავლა, რა თქმა უნდა, შესაბამისი ენის ცოდნით, და ჩვენ ვაპირებთ ამ პროგრამების უფრო გაფართოებას. განსაკუთრებით კი ეს შეეხება სადოქტორო პროგრამებს. თუმცა განათლება ზოგადად არ მოიცავს მხოლოდ უმაღლეს განათლებას,  საქართველოს ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ პროფესიული განათლების სფეროში.

დუალური განათლება, რომელიც ნიშნავს სწავლას და ამავე დროს მუშაობას, არის დამახასიათებელი გერმანიისათვის და ასევე წარმოადგენს გერმანიის ეკონომიკის წარმატების საიდუმლოს. საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ მოდელს საქართველოში ვნერგავთ და უკვე ვთანამშრომლობთ რამდენიმე პროფესიულ სასწავლებელთან. უკვე დაინერგა რამდენიმე პროფესიის დუალური სწავლების პრაქტიკა და ამ პროფესიების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ამის შესახებ გერმანიაში მიმდინარეობს დისკუსიები და  ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ.მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანებს სურთ გერმანიაში მუშაობა. ჩვენ გვინდა, რომ მსურველები ჩამოვიდნენ ჩვენთან ლეგალურად და ამისთვის შეიქმნას გარკვეული რეგულაციები და ლეგალური გზები.

რაც შეეხება დასაქმების კვოტებს, კვოტები შეიქმნება არა ქვეყნების, არამედ პროფესიათა ჯგუფების მიხედვით. მაგალითად, ცნობილია, რომ იქნება ასეთი კვოტები სამედიცინო და მოვლის სფეროში, მაგრამ კიდევ სხვა პროფესიებსა და პროფესიების ჯგუფებზე არის საუბარი. ამიტომ, გთხოვთ, რომ ცოტა მოითმინოთ, რადგან ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ.

როგროც გითხარით, არის კვოტები გარკვეული პროფესიებისთვის და არა ქვეყნებისთვის, მაგრამ გარდა ამ კვოტებისა, გერმანიაში ლეგალური დასაქმებისთვის სხვა საშუალებებიც არსებობს. ამ საკითხში ჩვენ კარგი გამოცდილება გვაქვს და ამიტომ გვინდა, ეს პრაქტიკა გავაფართოოთ.

ორი მაგალითი რომ მოვიყვანოთ: თუ ქართულ რესტორანს ბერლინში სჭირდება მზარეული, არ არის იმის დამტკიცება საჭირო, რომ ამ საქმისთვის ქართველი უფრო შესაფერისია. გარდა ამისა, ისეთ პროფესიებშიც, როგორებიცაა ინფორმაციულ-ტექნოლოგიური და სხვა ტექნიკური სფეროები, ლეგალური დასაქმების საშუალება არსებობს. ეს ლეგალური გზა გადის დამსაქმებელზე, ანუ თუ არსებობს დამსაქმებელი, რომელსაც უნდა, რომ კონკრეტული ქართველი სპეციალისტი დაასაქმოს, მან [გერმანიაში] უნდა მიმართოს დასაქმების სააგენტოს. ეს არის ლეგალური გზა.

საქართველო, საბედნიეროდ, არ არის ის ქვეყანა, სადაც ადამიანებს დევნიან ან მათი უფლებები ფეხქვეშ ითელება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველებს არ აქვთ პოლიტიკური თავშესაფრის მიღების საშუალება. განაცხადის შეტანის შემთხვევაშიც, სასამართლოები განიხილავენ ამ განცხადებს და უმეტეს შემთხვევაში უარყოფით პასუხს იძლევიან.

ვიზალიბერალიზაციის შედეგად წარმოიქმნა პრობლემა, როდესაც ბევრი ადამიანი ჩამოვიდა გერმანიაში და შეიტანა განაცხადი თავშესაფარზე, რათა თავშესაფრის საკითხის განხილვის ხანგრძლივი პროცედურის განმავლობაში ქვეყანაში უსაფრთხოდ დარჩენილიყო. მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, მოხერხდა ამ პრობლემის რეგულირება და  ახლა თავშესაფრის მაძებელთა რიცხვი უფრო შემცირდა. ამჟამად ეს საკითხი ისე მწვავად აღარ დგას, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ გრძელვადიან დაკვირვებას.

ეს არის ძალიან საჭირო ღონისძიება, რომლის ინიციატივა წამოვიდა ფედერალური მთავრობისა და ფედერალური მიწების მთავრობების მხრიდან. ამჟამად საკითხი განიხილება საპარლამენტო დონეზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.

ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველის განაცხადს თავშესაფარზე სასამართლო უფრო მოკლე ვადებში განიხილავს. უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს  შეყვანა დააჩქარებს შემოწმების პროცესს. შესაბამისად, ვერც ერთი ადამიანი ვერ გამოიყენებს განაცხადის შეტანის პროცესს იმისთვის, რომ დიდხანს დარჩეს გერმანიაში.

ამას წინასწარ ვერ გეტყვით, ვინაიდან ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და  სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თანხმობას მისცემს თუ უარს ეტყვის … მაგრამ გამოცდილებიდან ვხედავთ, რომ ძირითად შემთხვევებში მოსამართლეები საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარზე უარს ეუბნებიან, ვინაიდან ქვეყანაში არსებული სიტუაცია არ ფასდება უარყოფითად. ვისაც უბრალოდ ევროპაში ჩამოსვლა უნდა, სამოგზაუროდ, ტურისტებად, ვიღაცის მოსანახულებლად ან იმის სანახავად, უნდათ თუ არა აქ სწავლის გაგრძელება, მათთვის არაფერი შეიცვლება, მათთვის ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის ახლა.

ჩვენ, გვიხარია, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ მისწრაფებას. რა თქმა უნდა, ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ამ პროცესში საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა აქვს

ჩვენთვის მნიშნვნელოვანია, რომ ეს დრო, სანამ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, არ აღვიქვათ როგორც მოლოდინის პერიოდი. ახლა აუცილებელია, რომ ევროკავშირთან არსებული ურთიერთობები გავაფართოოთ და გავარღმაოთ, რათა გაწევრიანებამდე საქართველოს მოქალაქეებმა იგრძნონ ევროკავშირთან დაახლოების სიკეთეები. ვიზალიბერალიზაცია საწყისი ეტაპი იყო, ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანია ვაჭრობა ევროკავშირთან. საქართველომ უნდა აწარმოოს პროდუქტები, რომლებსაც ევროპაში გაიტანს. ეს დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე და, შესაბამისად, მის მოსახლეობაზე.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დადასტურდა ბოლო სამიტზე და მას მხარი დაუჭირა გერმანიამ და ქალბატონმა მერკელმა. ამას ჩვენ სრულიად ვემხრობით.

ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ვერაფერს დავამატებ, ვერ გეტყვით ვერც წინაპირობებს და ვერც დროს. ჩვენ იმას უნდა დავეყრდნოთ, რაც ითქვა და რაც გადაწყდა.. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ერვოკავშირთან დაკავშირებით ითქვა. ეს დრო არ უნდა გამოვიყენოთ ლოდინისთვის, ახლა მნიშვნელოვანია, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა, განსაკუთრებით კი, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის. გერმანული მხარე ძალიან აქტიურად იღებს მონაწილეობას ამ სფეროში, მაგალითად, ნატოს პროგრამაში ( არსებითი პაკეტი – Substantial Nato Georgia Package), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას და მისი შესაძლებლობების გაუმჯობესებას სხვადასხვა მიმართულებით.

ძალიან კარგი იქნებოდა, მე რომ მქონდეს ამ პრობლემების გადაყწვეტის რეცეპტი. მაგრამ ასე არ არის. მე იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველოს ახლა აქვს ძალიან ჭკვიანური და გაწონასწორებული პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით და  არა მარტო რუსეთთან, არამედ სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და ოსეთთან. თქვენ იცით, რომ არსებობს ძალიან კარგი პროგრამა – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენდა ის მიზნად ისახავს კავშირების შენარჩუნებას იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან

ეს ჩვენ გვაგონებს იმ დროს, როდესაც გერმანია დაყოფილი იყო და ჩვენ გვქონდა .. “აღმოსავლეთის პოლიტიკა”. ჩვენც ვცდილობდით, იგივე პოლიტიკა გვეწარმოებინა გერმანიაში.

მოსკოვში მუშაობის  გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთი ახლა იმყოფება მძიმე სულიერ მდგომარეობაში. რუსეთი ჯერ კიდევ ვერ შეეგუა საბჭოთა კავშირის დაშლას, მოსახლეობა კი იმ ფაქტს, რომ დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა აღარ არის ისეთი დიდი. საბჭოთა კავშირი  დაიშალა 15 სხვადასხვა რესპუბლიკად. მათ თავიანთი ისტორიიდან იცოდნენ, მაგალითად, რომ ყირიმი იყო რუსეთის შემადგენლობაში, შემდეგ ეს მოცემულობა შეიცვალა და მათ გაუჩნდათ კითხვა, თუ რატომ აღარაა ყირიმი რუსეთი. ბევრი რამ შეიცვალა და ამის მიღება რუსებისთვის ძალიან რთული. საქართველო, როგორც რუსეთის მეზობელი, რუსეთის შინაგანი ორიენტაციის პრობლემების  გამო ზარალდება...

მე შემიძლია მოგიყვანო პირადად ჩემი მაგალითი, რომელიც ეხებოდა საინტერესო ახალგაზრდა პოლიტიკოსს, დიმიტრი გუდკოვს. ჩვენ ერთად ვისხედით რესტორანში და შევამჩნიეთ, რომ გვერდზე მაგიდიდან გვისმენდნენ. დიმიტრი გუდკოვმა, როგორც რუსეთში მცხოვრებმა ბევრმა ადამიანმა, დემონსტრაციულად გამოიჩინა გულგრილობა ამ ფაქტის მიმართ. რუსეთის ტელევიზიამ  გაუშვა ჩვენი საუბრის მოკლე ჩანაწერი, რომელშიც სულ სხვა ტექსტი დაგვიდეს. ჩვენ სულ სხვა თემებზე ვსაუბრობდით და სულ სხვა სიტყვები იყო გამოყენებული.

სამწუხაროდ, ძალიან ადვილია დეზინფორმაციის გავრცელება. ის ძალიან მალე ვრცელდება ელექტრონული მედიით და ძალიან ძნელია რამე დაუპირისპირო მას. რთულია, ყველასვინც ეს არასწორი ინფორმაცია მიიღო, აუხსნა, რომ ეს მცდარია. მაგრამ დეზინფორმაციასთან ბრძოლა აუცილებელია და ბრძოლის ერთადერთი საშუალება არის კარგი და ხარისხიანი მედია… მკითხველი, ინტერნეტ-მომხმარებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამა თუ იმ მედიასაშუალებაში შეუძლია მიიღოს სწორი ინფორმაცია და გადაამოწმოს მისი სისწორე. ასეთი მედია და გათვითცნობიერებული მომხმარებელი არის ერთადერთი გამოსავალი საინფორმაციო ომისა და პროპაგანდის წინააღმდეგ.

დავამატებდი ამ ეპიზოდთან დაკავშირებით – რუსების უმეტესობამ იცის, რომ გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ავრცელებენ ტყუილს, ამიტომ მათ დიდი ზეგავლენა არ აქვთ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ტენდენციები ერთნაირად არ შევაფასოთ, თითქოს პოლონეთში, ესპანეთში, საქართველოსა თუ გერმანიაში, ყველგან ერთნაირად ძლიერდება ასეთი ტენდენციები, მაგრამ არსებობს პრობლემები, რის გამოც ადამიანებმა დაკარგეს უსაფრთხოების გრძნობა, მათ შორის გერმანიაშიც.

ევროპაში ამის ერთ-ერთი მიზეზია მიგრაციის სამი წლის წინანდელი კრიზისი. ამანაც გამოიწვია მოსახლეობის შეშინება და შეშფოთება.

გაიზარდა უნდობლობა მედიის მიმართ, ხშირად მოსახლეობას აღარ სჯერა იმისა, რაც გადმოიცემა მედიასაშუალებებით, მათ უფრო სჯერათ შეთქმულებების თეორიების. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ უნდა გავილაშქროთ. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ძალებს. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აუხსნან მოსახლეობას, რა არის სიმართლე და რა ხდება მათ ქვეყნებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია კარგი, ხარისხიანი მედია და გათვითცნობიერებული მომხმარებლები, რომლებიც გამოიყენებენ თავიანთ საღ აზრს და გაარკვევენ, რა არის მცდარი და რა მართალი. სხვა გამოსავალი არ არსებობს, ეს არის დემოკრატიის საფუძველი ყველა ქვეყანაში.

მინდა ასევე შევეხო კულტურის სფეროს საკითხებს.

უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ამ ცოტა ხნის განმავლობაში, [საქართველოში] უკვე ნათლად დავინახე, როგორი მჭიდრო კულტურული ურთიერთობები არის საქართველოსა და გერმანიას შორის. უკვე ვნახე გერმანული თეატრების ორი სპექტაკლი თბილისში. მათ წარმოდგენილი ჰქონდათ ქართველი ავტორების ნაწარმოებები და ამ სპექტაკლებმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

ძალიან შთამბეჭდავია, რომ შევხვდი ბევრ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელ ქართველს, რომელიც საუბრობს გერმანულად,..

რა თქმა უნდა, ფრანკფურტის წიგნების ბაზრობას ვერ ავუვლით გვერდს, გერმანიაშიც და საქართველოშიც ძალიან დიდი მზადებაა ამ ღონისძიებისთვის და უკვე მიმდინარეობს გერმანიაში მრავალმხრივი ქართული პროგრამა. გერმანული მხარე, მედია და ფრანკფურტის ბაზრობის წარმომადგენლები დიდი შთაბეჭდილების ქვეშ არიან, თუ რამდენს აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ წარადგინოს ქვეყნის მრავალფეროვნება, მაგალითად: ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა თუ სხვა. და აჩვენოს, თუ რამდენი რამ აქვს საქართველოს შესათავაზებელი... შეიძლება ითქვას, რომ ახლა გერმანიაში საქართველოს ციებ-ცხელებაა. ამაზე უკეთესად ეს ვერც გაკეთდებოდა.

ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ამ ენთუზიაზმის ფონზე ეს ურთიერთობები უფრო გავაძლიეროთ და გავაფართოოთ და თუ ვინმეს აქვს ახალი იდეები ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად, უფრო ხელსაყრელ დროს ვერ იპოვის.