ალინა კაბაევა და ვლადიმერ პუტინი

როგორც tskhinval.ru იუწყება, ცხინვალის ადმინისტრაციის უფროსის, ალან ალბოროვის თქმით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ძალისხმევის შედეგად, სპორტკომპლექსის კეთილმოწყობის სამუშაოები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამაში მოხვდა.


მისივე თქმით, სპორტკომპლექსის მშენებლობას, რომელიც მაისის თვეში უკვე დასრულდება, სამხრეთ ოსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

“1990-ანი წლებიდან ჩვენთან არც ერთი ახალი სპორტული კომპლექსი არ აშენებულა. არსებული სპორტული დანიშნულების შენობები კი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა,”- განაცხადა ცხინვალის მერმა. 


ალინა კაბაევას სახელობის სპორტკომპლექსის მშენებლობა 2009 წელს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გადაწყდა. 


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *