პარიზში მალელი მიგრანტის მიერ გადარჩენილი ბავშვის მამა პასუხისგებაში მისცეს

ბავშვის მამა, რომელიც პარიზში მალელმა მიგრანტმა მაშინ გადაარჩინა, როცა აივნის მოაჯირზე იყო ჩაბღაუჭებული, სამი თვით პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, კაცს, რომელსაც მშობლის პასუხისმგებლობის უგულებელყოფას ედავებიან, სპეციალური კურსებზე სიარულიც დაევალა, სადაც შეასწავლიან, როგორ უნდა გახდეს უკეთესი მშობელი.

პროკურორთა ცნობით, მამამ, რომლის სახელიც არ ხმაურდება, პატარა ბიჭი მარტო დატოვა და საყიდლებზე წავიდა, სახლში კი “პოკემონ გოუს” თამაშის გამო დააგვიანდა.

ბავშვის დედა რეიუნიონში რჩება, საიდანაც ოჯახია წარმოშობით. ბავშვის მამის ადვოკატმა “ფიგაროს” განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაშვებულ შეცდომას აცნობიერებს.

ბავშვი მშობლებს ინციდენტიდან მეორე დღეს დაუბრუნდათ.