თათუხაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისია არ შეიქმნება

 პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის  შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი 28 ხმით 7-ის წინააღმდეგ ჩავარდა. 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის წევრები გამოძიებას არ ენდობიან:

 

“პროკურორები ჯერ კიდევ არ არიან ჩამოცილებული საქმეს და პროკურატურას პარლამენტი კი არ აკონტროლებს, არამედ პირიქით, პროკურატურიდან ხდება პარლამენტის  კონტროლი.  პროკურატურა ყველა სივრციდანაა გასული. ეს არის ყაჩაღური დაჯგუფება, რომელიც საკუთარი ინიციატივით მოქმედებს და რომელიც ყოველგვარ ფარგლებს სცილდება,” – აღნიშნა თარგამაძემ.