თბილისში ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა და დაიღუპა

თბილისში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ ქალს საქალაქთაშორისო მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია შსს-ში დაგვიდასტურეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.