ლუკა მოდრიჩი ფიფამ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა მამაკაცთა შორის

მადრიდის რეალის და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ფიფას დაჯილდოებაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს მამაკაცთა შორის.

33 წლის მოდრიჩმა კრისტიანო რონალდოსა და მოჰამედ სალაჰს აჯობა.

სალაჰმა წლის საუკეთესო გოლისათვის მიიღო ჯილდო.

საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს დიდიე დეშამი.