ნეტგაზეთი გთავაზობთ სამშაბათს, 25 სექტემბერს, ჩასატარებელი ღონისძიებების ანონსს:
10:30 — “რედისონ ბლუ ივერიაში” არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ ანგარიშებს, რომელიც აფასებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.
10:45 — ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში (მისამართი: ინოვაციების ქ. 7,ოქროყანა) „პოლონეთ-საქართველოს ტექნოლოგიური სამიტი“ გაიმართება.
11:00 — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების თემაზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა
12:00 — ურეკში (კულტურის სახლი) პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავს.
18:30 — მწერალთა სახლში გაიმართება საღამო “ბორის პასტერნაკი და ნობელის პრემია”