სესხის გამცემ სუბიექტებს შესაძლოა მინიმუმ 20მ² ფართი მოსთხოვონ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ-მა) გამოაქვეყნა პროექტი სესხის გამცემი სუბიექტების ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, გაუქმებისა და რეგულირების წესების შესახებ. სებ-ის თანახმად, დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებებს, კომენტარებსა და შენიშვნებს 27 სექტემბრამდე მიიღებენ. ამის შემდეგ კანონპროექტი, სავარაუდოდ, პარლამენტში შევა.

სესხის გამცემი სუბიექტია ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება, მაგალითად, ბანკები, ლომბარდები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

პროექტის თანახმად, სესხის გამცემი სუბიექტის ან მისი ფილიალის საოპერაციო ფართი უნდა იყოს: