ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონია

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა გაიმარჯვა. 22 წლის ქართველმა სპორტმსენმა ფინალში კუბელი ესლი გონსალესი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა თურქ მიქაელ ოზერლერს, რუს მიხაილ იგოლნიკოვს და ისლანდიელ ეგილ ბლონდალს მოუგო.

ნიკოლოზ შერაზადიშვილისთვის ეს პირველი ოქროს მედალია მსოფლიო ჩემპიონატზე. აქამდე მას ორი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

ნიკოლოზ შერაზადიშვილი