ნორვეგიის პარლამენტში IT კონფერენციაზე შპიონაჟის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ნორვეგიის პარლამენტში მიმდინარე IT კონფერენციაზე, საეჭვო ქცევის გამო, შპიონაჟის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

ნორვეგიის პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებული პირის ვინაობა დადგენილი არაა, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის კაცი აცხადებს, რომ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის IT კონსულტანტია.

როგორც ნორვეგიის სამეფო არხი (NRK)  იუწყება, პოლიცია გამოიძახეს  კაცის საეჭვო ქცევის გამო და მოგვიანებით აეროპორტში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

ნორვეგიაში რუსეთის საელჩომ თავისი მოქალაქის დაკავების ფაქტი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ბრალდებები გამოგონილია და დაკავება აბსურდული მიზეზებით მოხდა.