მოლდოვასა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა 28 აპრილიდან ამოქმედდება

მოლდოვაში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელ პირკა ტაპიოლასა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან იური ლეანკასთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოლდოვის მოქალაქეებს ევროკაშირის საზღვრის გადაკვეთა ვიზის გარეშე უკვე 28 აპრილიდან შეეძლებათ. აღნიშნულის შესახებ მოლდოვის პრემიერმა დაადასტურა.

 

პირკა ტაპიოლასა და მოლდოვას პრემიერს შორის გამართულ შეხვედრამდე ცნობილი იყო, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირსა და მოლდოვას შორის მაისის ბოლოს დაიწყებოდა.