ღვინის ეროვნულ სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ღვინის ეროვნულ სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ლევან მეხუზლა 2015 წლიდან მუშაობდა ღვინის ერივნულ სააგენტოში მევენახეობა-მეღვინეობის ანალიზისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსად. 2018 წლის აპრილიდან კი სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი 1992 – 1997 წლებში  აგრარულ უნივერსიტეტში ტექნოლოგიისა და მებაღეობა-მევენახეობას სწავლობდა. მაგისტრის ხარისხი კი თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის მიმართულებით მიიღო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი გიორგი სამანიშვილმა 2018 წლის მაისში დატოვა და ამ დრომდე თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური იყო.