ანონსი 29 მარტი

09:30 – სასტუმრო “თბილისი მარიოტში” (დარბაზი Ballroom) სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ღვინის ტურიზმის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას გახსნიან.
საკონტაქტო პირი ციცია მამულაშვილი – 599 24 83 82

11:00 – სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომა გაიმართება. 

12:00 – სასტუმრო “შერატონში” შვიდი არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის “განვითარების ინტერპარტიული რეგიონული ინსტიტუტის” პრეზენტაცია გაიმართება.

 

12:00 – იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში მთავრობა საჯარო კონსულტაციას გამართავს.
მის: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #52, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

 

13:00 – თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საირმის გორის  #83-ში მოსახლეობას შეხვდება.
თემა: მერიის მიერ სამშენებლო ნორმების დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება.

13:00 – სასტუმრო “ვერე პალასში”, გლობალური კვლევების ცენტრი კონფერენციას გამართავს.
თემა: “ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების ზოგიერთი ასპექტის შესახებ”.
მის: ქუჩიშვილის ქ. #22–24

 

15:00 – სახელმწიფო კანცელარიასთან გაიმართება აქცია “ხელები შორს კონსტიტუციისგან!”

 

15:00 – “არტარეას” საგამოფენო სივრცეში, გაეროს ბავშვთა ფონდი და საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონი” საინფორმაციო კამპანიას “იყავი ნამდვილის”- “Be Real” ფარგლებში კულტურულ ღონისძიებას “BEATRATE” გამართავს.

20:00 – მრგვალ ბაღში დედამიწის საათი აღინიშნება, რომელსაც გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გაეროს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოსწავლეები დაესწრებიან.