პარაკლისი სავარაუდოდ კანაფის ექსპორტის ინიციატივის წინააღმდეგ

საპატრიარქოში საგანგებო თათბირის შემდეგ სასულიერო პირებმა თავისუფლების მოედანზე პარაკლისი აღავლინეს, სავარაუდოდ, კანაფის ექსპორტის ინიციატივის წინააღმდეგ.

IPN-ის ცნობით, სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ პარაკლისის დასრულების შემდეგ განმარტავდნენ შეკრებისა და პარაკლისის ჩატარების მიზეზს.

საპატრიარქოში ამაღამ საგანგებო თათბირი ჩატარდა, რომელიც მთავრობის ახალ ინიციატივას უკავშირდებოდა კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის ექსპორტთან დაკავშირებით.