UFC-ის მებრძოლმა მოსკოვში საქართველოს დროშა ააფრიალა პირველი მოგების შემდეგ

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა მოსკოვში.

დვალიშვილმა დაამარცხა ამერიკელი მეტოქე ტერიონ უეირი ანგარიშით 30-25, 30-25, 30-25.

ეს დვალიშვილის მესამე ბრძოლა იყო — წინა ორ შეხვედრაში იგი დამარცხდა.

გამარჯვების შემდეგ დვალიშვილმა, დაპირებისამებრ, საქართველოს დროშა ააფრიალა.

დვალიშვილმა საბრძოლველად გამოიწვია შონ “შუგარ” ო’მეილი.

Putting on for the Russia crowd!

Tune in on @UFCFightPass. #UFCMoscow pic.twitter.com/rG2BTq762k

— UFC (@ufc) September 15, 2018