2018-19 წლებში 10 000-მდე მასწავლებელი მიიღებს გაზრდილ ხელფასს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის ხედვის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, შემდგომ წლებში კვლავ გაიზრდება მასწავლებელთა საშუალო ხელფასი.
“პირველ ეტაპზე, 2018-19 სასწავლო წლის განმავლობაში, გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი. ხოლო 2022 წლისთვის საჯარო სკოლებშ ჩვენი ამოცნააა, რომ დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზარდოს სამჯერ”, – აცხადებს ის.
პრემიერის განცხადებით, განათლების რეფორმა საქართველოში ხუთივე მიმართულებით განხორციელდება. ესენია ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.
პრეზენტაცია იყალთოს სამონასტრო კომპლექსში ამ წუთებში მიმდინარეობს.