საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად “იბერიის” აქცია გაიმართა

მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე საერთშორისო კონფერენციის პარალელურად, სასტუმრო “რუმსთან” ტელეკომპანია “იბერიის” აქცია გაიმართა.

ტელევიზიის თანამშრომლების თქმით, მათი მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდინონ ხმა საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ.

“აქ იმიტომ ვართ მოსული, რომ ჩვენი ხელისუფლება არის დაყრუებული. ჩვენს ხელისუფლებას აინტერესებს ტელეკომპანია “იბერიის” დახურვა და გაჩერება. ხელისუფლების წარმომადგენლებს აინტერესებთ მხოლოდ ფული. ჩვენი ეთერებიდან მათ არ ესმით ჩვენი ხმა. ამიტომ აქ მოვედით, სადაც საერთაშორისო საზოგადიება არის შეკრებილი და გვსურს მათ გავაგებინოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ზღუდავს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს”,- განაცხადა ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა.