რაულ ჩილაჩავა, იური ანდრუხოვიჩის “მოსკოვიადა” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს “ფაუსტი-ll” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
დღეისათვის კონკურსის 10 ნომინაციიდან უკვე ცნობილია 6 ნომინაციის ფინალისტები. რაც შეეხება დანარჩენ 4 ნომინაციას, მათი გამარჯვებული, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
როგორც უკვე ცნობილია, პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია 12 ოქტომბერს ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში, Kaisersaal-ში გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიის ნახვა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერსა და ინტერნეტში, თიბისის და „საბას“ფეისბუქის გვერდებზე იქნება შესაძლებელი.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას“ კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება და ეს წელი პრემიის ისტორიაში განსაკუთრებული იქნება.