1:0 – საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრებს მოუგო
ევროპის ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები დაამარცხა. ბორის პაიჭარის სახელობის დინამოს სტადიონზე მატჩი დასრულდა ანგარიშით 1:0. თორნიკე ოქრიაშვილმა პენალტი 77-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში საქართველო აქტიურად უტევდა ლატვიას, რომლის ფეხბურთელებმაც სამი ყვითელი ბარათი მიიღეს. მატჩის ბოლოს საქართველომ გაუძლო ლატვიის პრესინგს.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed