ატენის ხეობაში, ტყის მასივში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლის ორი კერა არსებობს.
წინასწარი მონაცემებით, ხანძრის შედეგად 8 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი. უწყების ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული. თუმცა ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო პროცესში დამატებითი ძალები ერთვებიან.
სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ტყის სახანძრო სპეცმანქანები ჩაერთვება, ასევე რამდენიმე წუთში ადგილზე იქნება 7 ათტონიანი წყალმზიდი. საგანგებო ხანძრის დროულად აღსაკვეთად სიტუაციების მართვის სამსახური გეგმავს ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზებასაც.